ახალი ამბები
აბაშისწყალზე უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს
აბაშის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშისწყალზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქე ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით უკანონოდ იჭერდა თევზს.

ადგილზე თანამშრომლებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს და შესაბამისი აქტი შეადგინეს.

Print