ახალი ამბები
ხობი-ფოთის ავტომაგისტრალზე სატვირთო ტრაილერი გადაბრუნდა
ხობის-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე სატვირთო ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

შს სამინისტროს ცნობით , ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა.

Print