რეგიონი
ცოცხალი ჯაჭვი და მშვიდობიანი პროტესი - 8 აგვისტოს ენგურის ხიდზე აქცია გაიმართება
8 აგვისტოს ენგურის ხიდზე აქცია სახელწოდებით „შეაჩერე ოკუპაცია“ გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,ლაშა ბერულავას თქმით,ცოცხალი ჯაჭვით ისინი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების სხოვნას პატივს მიაგებენ. ამასთან, ისინი 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტს გააპროტესტებენ.

„ეს აქცია, რასაკვირველია, არ არის მიმართული აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ მათაც, რომ ცოცხალ ჯაჭვში მიიღონ მონაწილეობა. აქციაში მონაწილეობა, ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, შეუძლია. ენგურის ხიდიდან დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შემოვიდა. ისინი თავისუფლად გადადგილდებონენ , ხსიდნენ ბლოკ პოსტებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ ზუგდილებს. მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბერულავამ.

მსგავსი აქცია პარალელურად სოფელ ყარაფალაში, საოკუპაციო ხაზთანა გაიმართება. აქციების ორგანიზატორია მედია ჰოლდინგი „ქრონიკა +“ , საინფორმაციო მხარდამჭერები კი რადიო „აფხაზეთის ხმა“ და „ოლ მედია“ არიან.

მანამდე, 14 ივლისს მშიდობიანი საპტორესტო აქცია სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა.

Print