რეგიონი
კრემლმა აფხაზეთს ახალი კურატორი დაუნიშნა
კრემლის დსთ-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში სამმართველოს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადსილასვ სურკოვი კურირებს, დე ფაქტო რესპულიკაში ახალი კურატორი ეყოლება. RBK - ს ცნობით, ამ თანამდებობაზე კულტურული ცენტრების განვითარების მოსკოვის დირექციის ყოფილი ხელმძღვანელი 31 წლის ვლადიმირ ვლადიმიროვი დაინიშნა. ახალი კურატორის ბიოგრაფია აფხაზეთთან არ არის დაკავშირებული. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული პოზიცია იანვარში თათარსტანის პრეზიდენტის გუნდის წევრს, რუსლან ტემირბულატოვს უნდა დაეკავებინა, თუმცა, მისი კანდიდატურა არ დამტკიცდა. 

კრემლთან დაახლოებული წყაროს ცნობით, „ამჟამად აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პრობლემებია, ელიტებს შორის დაპირისპირება შეინიშნება და პრეზიდენტის მისამართით პრეტენზიები ისმის, ახალმა კურატორმა ეს პრობლემები უნდა მოაგვაროს". 

ამავე ინფორმაციის თანახმად, „აფხაზეთის კურატორის ფუნქციებში შემდეგი მოვალეობები შედის: სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების კონტროლი, რესპუბლიკის და რუსეთის ძალოვანი უწყებების ურთერთქმედება, პოლიტიკოსებთან, დეპუტატებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობა.

Print