ახალი ამბები
შამგონაში გაზიფიცირება დაიწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონაში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, 17 მუნიციპალიტეტის 74 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო სრული ან საპროექტო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით დამატებით 17 833 ოჯახი ისარგებლებს.

აღნიშნული პროექტისთვის საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მლნ ლარს გამოყოფს.

Print