რეგიონი
SOLOMUN-ის მოსასმენად GEMFest-ზე მაყურებლის რეკორდული რაოდენობა მივიდა (ვიდეო)

ელექტრონული მუსიკის პოპულარულმა შემსრულებელმა ხორვატმა Mladen Solomun-მა GEMFest-ის სცენაზე გათენებამდე დაუკრა.


ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას თქმით, მის მოსასმენად, 20 000-მდე ტურისტი ჩამოვიდა.

„დამყარებულია მსოფლიო რეკორდი. ამ სცენას 14 აგვისტომდე კიდევ არაერთი ვარსკვლავი დაიკავებს“, - აღნიშნა სიგუამ.

 



SOLOMUN საკუთარი კომპოზიციებს GEMFest-ის მთავარ სცენაზე 3 საათიდან გათენებამდე უკრავდა.




GemFest- ის ფარგლებში დღეს მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის შვედური პროექტი - Axwell Λ Ingrosso წარსდგება, რომელიც ლეგენდარული კოლექტივის - Swedish House Mafia-ს წევრებმა დააფუძნეს.



შოუ 02.00-ზე დაიწყება და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

 

Print