რეგიონი
GEM Fest-დან საავადმყოფოში გადაყვანილი უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
GEM Fest-ის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი დღეს დილით გარდაიცვალა.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას თქმით, 22 წლის გოგო წუხელ უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ეს იყო დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური ეფექტი. უშუალოდ, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, ამას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს. იყო მართვით სუნთქვაზე, 7-8 საათის განავლობაში დეტოქსიკაციაც უტარდებოდა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. სხვა დეტალებზე უწყებაში, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

Print