რეგიონი
GEM Fest-ზე დაკავებულ პირს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობოთ შენახვა წაუყენეს
GEM Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი წარუდგინეს. შს სამინისტროს ცნობით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა ედება. საქმე კორშიას წინააღმდეგ 260-ე მუხლის მეექსვე ნაწილით არის აღძრული.

დაკავებული ბაქარ კორშია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია. ორგანიზაციის ადვოკატის გიორგი მახარაძის ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალებების ქონას აღიარებს.

Print