რეგიონი
სამეგრელოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს
უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონებში, მათ შორის, სამეგრელოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ცნობით, კოლხეთის დაბლობში დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა 32-37 გრადუსი იქნება, ხოლო მომდევნო დღეებში შესაძლებელია 41 გრადუსი დაფიქსირდეს.

"7-8 და 9 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს თუ არა 42 გრადუსს, ამაზე ზუსტი ინფორმაცია ხვალ-ზეგ გვექნება", - უთხრა ნიორაძემ რადიო "ათინათს".

ამასთან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, თუმცა სინოპტიკოსების თქმით, ის ტემპერატურაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

Print