რეგიონი
განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ განმუხურში ორი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. "ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ "მდმა"-ს შეიცავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.
Print