რეგიონი
საავადმყოფოში მოთავსებული GEM Fest-ის მონაწილეები საკუთარი მოთხოვნით გაეწერნენ
GEM Fest-ის ტერიტორიიიდან უგონო მდგომარეობაში გადაყვანილი 6 ადამიანიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რჩება. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

„დანარჩენები საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გაეწერნენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.

წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს. მათგან 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მანამდე, ამავე დიაგნოზით საავადმყოფოში ფესტივალის მონაწილე 2 ადამიანი იყო მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი 22 წლის ქალი გარდაიცვალა. 

Print