რეგიონი
Gem fest-ის ტერიტორიიდან კიდევ 6 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში
Gem fest -ის ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ექვსი ადამიანი შეიყვანეს. ემერჯენსის მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლიას ინფორმაციით, პაციენტებიდან ხუთს სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, ერთ-ერთს უცხო ნივთიერების ინტოქსიკაცით. ისინი საავადმყოფოში ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.

ბოლო დღეების განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე ინტოქსიკაციით სულ 15 ადამიანი შემოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
Print