Gem fest-ის ტერიტორიიდან წუხელ შემოყვანილი ექვსი პაციენტიდან
რამდენიმე გაეწერა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური
საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა.
საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტების ზუსტ რაოდენობას ნიორაძე ჩვენთან
საუბარში ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, წუხელ შემოყვანილი
პაციენტებიდან ხუთს მზისგან მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, ხოლო ერთს უცხო
ნივთიერებით ტოქსიკაცია აღენიშნებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე
საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
მასალის გამოყენების პირობები