ახალი ამბები
ენგურში მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა
სვანეთში, მდინარე ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. უშგულის გამგებლის, ბესო ჩარქსელიანის თქმით, ამ წუთებში ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომელმაც მანქანა უნდა ამოიყვანოს.

„სავარაუდოდ, ცხედარი მანქანაში არ არის, თუმცა, იმედს მაინც არ ვკარგავთ. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გამგებელმა.

სვანეთში, კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. ავტომობილის მძღოლი, 40 წლამდე მამაკაცი, სავარუდოდ, გარდაიცვალა. ის კალადან Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილით წუხელ წამოვიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
Print