რეგიონი
გალში რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შენახვა - ტარებისთვის დააკავეს
სამართალდამცავებმა ქალაქ გალში რუსეთის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული ევგენი დიკარიოვი დააკავეს, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. დე ფაქტო აფხაზეთის შს ექსპერტებმა, დაადგინეს, რომ ამოღებული იარაღი - 1960 წელს გამოშვებული კალაშნიკოვის ავტომატია, რომლის ვაზნები საბრძოლო მდგომარეობაშია.

აფხაზური მედიის ცნობით, ევგენი დიკარიოვმა სამედიცინო გამოკველვაზე უარი განაცხადა, რის გამოც, გალის რაიონულმა სასამართლომ მას 30 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე „მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“.

Print