რეგიონი
ზუგდიდში საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 40 - მდე მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა.

ტრენინგის თემა იყო - „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“. სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მოხალისეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებსა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების, მათ შორის, კოოპერატივების შექმნისა და განვითარების, აგროდაზღვევის, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამების შესახებ.

ტრანინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად დაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს.
მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პრითა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.


Print