რეგიონი
პოლიციამ აბაშაში 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო (ვიდეო)
შსს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული ნ.ყ. ნარკოდანაშაულისთვის აბაშის რაიონის სოფელ მარანში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
Print