რეგიონი
ზუგდიდში ბაზისბანკის ფილიალი გაიხსნა (ვიდეო) ®
ზუგდიდში, თეატრის ქუჩა 1-ში, ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფილიალი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

სერვისცენტრი ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ და სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარემ მი წაი ციმ გახსნეს. ცაავას თქმით, აღნიშნული ფილიალი აქტიურად იქნება ჩართული, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის დაფინანსებაში.

"გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ჩვენ ყოველთვიურად ვუშვებთ ჟურნალს, რომელიც მიმართულია იმისკენ , რომ ჩვენს მომხმარებლებს, მივაწოდოთ ინფორმაცია თანამედროვე მიღწევებისა და მიდგომების შესახებ, განსაკუთრებით კი აგრომმართულებით. ასევე, საინტერესო შეთავაზებები გვაქვს სამომხმარებლო მიმართულებით, რაც გულისხმობს ყველზე დაბალ საპროცენტო განაკვეთებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე. ყველა ეს სერვისი უკვე დღეიდან ზუგდიდელი მომხმარებლებისთვის გახლავთ ხელმისაწვდომი" - თქვა ცაავამ.
ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბანკის მომხმარებლები დაესწრნენ.

ბაზისბანკი 1993 წელს შეიქმნა. დასავლეთში ეს ბანკის მეხუთე სერვისცენტრია.



Print