რეგიონი
ვლადიმირ პუტინის დღეს აფხაზეთში ელოდებიან
დე ფაქტო აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტს ელოდებიან. რადიო „ათინათის“ წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ბიჭვინთის მახლობლად განლაგებულ დაბა მიუსერაში ჩავა, სადაც ახალი თანამედროვე სასტუმროა აშენებული. ადრე, იქ მიხეილ გორბაჩოვის აგარაკი იყო.

რუსულ და აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პუტინს სურს ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაამთხვიოს“. მოკლე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რუსეთის პრეზდენტის შეხვედრა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგაბა. შემდეგ, გაიმართება გაფართოებული სხდომა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრთან ბესლან ბარციცთან და სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან.

ეს ვლადიმირ პუტინის მეოთხე ვიზიტია დე ფაქტო აფხაზეთში. ბოლოს, მან 2013 წელს ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბთან გამართა მოლაპარაკებები.


Print