ახალი ამბები
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს (ვიდეო)
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული გმირების, ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი (სერგო) გოროზიას ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

"საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეა დღეს, თუმცა ეს დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და მოგვიწოდებს, რომ საქართველოს ყავდა და ყავს გმირები, რომელთა სხოვნა ყოველი ჩვენგანის გულში სამუდამოდ რჩება. ჩვენ ვცდილობთ და ყოველთვის ვეცდებით დაღუპული გმირების ოჯახის წევრების ტკივილი გავიზიაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ“, - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.



მათ დაღუპულების საფლავები და გოროზიას სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, დაიჭრა - 1 747 ადამიანი.საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადგილობრივმა, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე ადამიანი რჩება. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

ფოტო: ქალაქ ზუგდიდი მერია

ამავე თემაზე:

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა

Print