რეგიონი
ენგურის ხიდზე აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია "შეაჩერე ოკუპაცია" მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ბერულავამ და საზოგადოება აფხაზთა კრების თავმჯომარემ მალხაზ პატარაიამ მიმართეს. 

"ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ქართველი ხალხი იპოვის გზას და გავაერთიანებთ ქვეყანას", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.




აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები შეუერთდნენ.

Print