ახალი ამბები
თურქი სპეციალისტები სამეგრელოში თხილის დაავადებებს სწავლობენ
თურქეთიდან ჩამოსული სპეციალისტები სამეგრელოში გავრცელებულ თხილის დაავადებებს სწავლობენ. მათ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან ერთად რამდენიმე თხილნარი დაათვალიერეს და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის მიზნით ნიმუშები აიღეს.



„მოგეხსენებათ, რომ თხილის წარმოების 70 % თურქეთზე მოდის. მათ ამ სფეროში განსაკუთრებული გამოცდილება აქვთ, სწორედ ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დაგვაკავშირა მათთან. ლაბორატორიული შესწავლის შემდეგ ისინი ჩვენს აგრონომებს შესაბამის რჩევებს მისცემენ, ჩვენი მხრით კი, ტრენინგების საშუალებით გავაცნობთ ფერმერებს მათ რეკომენდაციებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თოდუამ.



მისივე ინფორმაციით, სექტემბრისთვის მეზობელი ქვეყნის სპეციალისტები სადემონსტრაციოდ საქართველოში რამდენიმე პლანტაციას შეარჩევენ, სადაც მონიტორინგსა და ადგილობრივ ფერმერებთან ერთად აგრო-ღონისძიებებს ჩაატარებენ. ამასთან, ისინი საკუთარ სურსათს შემოიტანენ და წამლობასაც თავად უზრუნველყოფენ.


ფოტო: საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

ამავე თემაზე:

დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავალი განადგურდა (ვიდეო)

აზიური ფაროსანა თხილნარებში ისევ გამრავლდა (ვიდეო)
Print