რეგიონი
რუხში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის სტაციონარში შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მეორე დაზარალებულის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


Print