ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული პალურის მკვიდრი გაათავისუფლეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის, სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სამუშია რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 9 აგვისტოს დააკავეს. წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ის სათევზაოდ იყო გასული.

ამავე თემაზე:

სავარაუდოდ რუსმა სამხედროებმა წალენჯიხის მკვიდრი დააკავეს
Print