ახალი ამბები
სუს:ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ადგილობრივების უფლებებს ზღუდავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მავთულხლართების გავლებას ადასტურებს.
„აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სუს-ში.

უწყების ცნობით, ამ საკითხს განსახილველად 19 სექტემბერს გალში ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე წარადგენენ.

ხურჩა-ნაბაკების ე.წ. საზღვართან რუსმა სამხედროებმა ბოძების ჩადგმა, დაახლოებით, ორი თვის წინ დაიწყეს, ამ დროისთვის კი მავთულხლართების გავლების პროცესი, თითქმის, დაასრულეს. გამგებლის ინფორმაციით, რუსების მიერ შემოკავებულ ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი მოსახლის საყანე ფართობები მოყვა.

ამავე თემაზე:

რუსმა სამხედროებმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მავთულხლართები გაავლეს (ფოტო)
Print