ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ ტყაიაში დაკავებული თენგიზ მიქავა გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული თენგიზ მიქავა რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.  ტყაიას გამგებლის ედემ კეკუტიას ინფორმაციით, მიქავა გზაშია და სახლში მიდის.  მისივე თქმით, მას ოჯახის წევრები უკვე ესაუბრნენ.

თენგიზ მიქავას გათავისუფლების ფაქტი რადიო "ათინათს" სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურშიც დაუდასტურეს.

თენგიზ მიქავა 9 აგვისტოს სოფელ ტყაიაში, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


ამავე თემაზე:

გატაცებული ტყაიას მკვიდრი გალის იზოლატორში იმყოფება

რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ტყაიაში ერთი ადამიანი დააკავეს
Print