რეგიონი
კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები სურამში დაისვენებენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის კონფლიქტისპირა სოფლებში და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრები თხუთმეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი ათი დღე სურამში დაისვენებს. ისინი კურორტზე მშობლებთან და პედიატრთან ერთად დღეს დილით გაემგზავრნენ.

ასოციაცია „იმედის“ პროექტში, „გამაჯანსაღებელი-სარეაბილიტაციო ბანაკი - იმედი დაბა სურამში“, რომელიც გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ის ბავშვები მოხვდნენ, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ.

ასოციაცია „იმედის“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას განმარტებით, პროექტს ასევე მხარი დაუჭირეს და ქველმოქმედება გაუწიეს შ.პ.ს „ლეკომ“, კოოპერატივმა „კოლხური თაფლი'' და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.


Print