რეგიონი
გუბერნატორი: ბიზნეს ფესტივალი "ანაკლიობა" მომავალ წელს ბევრად მასშტაბური იქნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია "USAID"-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელ ბრაიან კინგს შეხვდა. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, "USAID"-ის პროექტ „ზრდა“-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით წელს პირველი ბიზნესფესტივალი "ანაკლიობა" გაიმართა.

გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეეებმა ისაუბრეს, რომ ბიზნესფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და ის ბევრად მასშტაბური იქნება.

,,ანაკლიობამ ტრადიციული სახე უნდა მიიღოს, პირველი ბიზნეს ფესტივალი იყო წარმატებული. მომავალ წელს "ანაკლიობა" ბევრად მასშტაბური და ხანგრძლივი იქნება. სამომავლოდ მეტი პავილიონი განთავსდება, გაიზრდება საბავშვო ზონა და იქნება მეტი გასართობი კომპონენტი. წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ" - განაცხადა გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და "USAID"-ის პროექტი „ზრდა“ ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.
Print