ახალი ამბები
GEM Fest-ის თანამშრომლებს სამართლებივ კონსულტაციებს საია უწევს (ვიდეო)
GEM Fest-ის ბილეთის კონტროლიორებს იურიდიულ კონსულტაციას საია უწევს. ისინი დღეს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც მათი შრომითი ხელშეკრულებები მიიტანეს.

„ფესტივალის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ წერილობითი ხელშეკრულებების პირობები დარღვეულია. ამ შემთხვევაში მათ სრული უფლება აქვთ, რომ მიმართონ სასამართლოს და დაიცვან საკუთარი უფლებები. ჩვენ კი შევუდგენთ დოკუმენტებს, რომ სასამართლომდე მივიდნენ“, - აღნიშნა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

GEM Fest-ის თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაციიდან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება იყო, თუმცა კონკრეტული პასუხი, როდის მიიღებენ ხელფასს, არ იციან.

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი კუთვნილი ხელფასის 500 ლარის ჩარიცხავს ითხოვს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულებაც აქვთ დადებული, რომელსაც ხელს გიორგი სიგუა აწერს.თანამშრომლებს დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ ფესტივალის მთავარი შესასვლელი, მოგვიანებით კი ხელფასების მოთხოვნით შესასვლელი განმუხურიდანაც გადაკეტეს.

ამავე თემაზე:

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა ფესტივალზე განმუხურიდან შესასვლელიც გადაკეტა

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა დახმარებისთვის საიას მიმართა (ვიდეო)

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ანაკლიაში აქციას მართავს



Print