ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა ხურჩაში მავთულხლართების გავლება დაასრულეს
ხურჩა-ნაბაკების ე.წ. საზღვართან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გავლების პროცესი დაასრულეს. ხურჩის გამგებლის ბადრი ხუნჯგურუას ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად მათ საქართველოს მიერ კონტოლირებადი ტერიტორიის, დაახლოებით, 2 ჰა ფართობის მიწა მიიტაცეს.

„ამ მიწაზე სახნავ-სათესი სავარგულებია და ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობდა, თუმცა, ახლა იქ ვერ გადადიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბადრი ხუნჯგურუამ.

ხურჩა-ნაბაკების ე.წ. საზღვართან რუსმა სამხედროებმა ბოძების ჩადგმა, რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება სუს-მაც გაავრცელა. უწყებაში აღნიშნავენ რომ მავთულხლართების გავლების პროცესი ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებებს ზღუდავს და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს აზიანებს.

ამავე თემაზე:

საქართველო რუსეთს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სუს:ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა ადგილობრივების უფლებებს ზღუდავს

რუსმა სამხედროებმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მავთულხლართები გაავლეს (ფოტო)
Print