ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდეო)
კახეთში ყურძენს კახელი ფერმერი წამლავს, ქართლში ვაშლს - ქართლელი ფერმერი, სამეგრელოში თხილი უნდა შეწამლოს მეგრელმა ფერმერმა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გუბერნიაში დღეს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობას შესაბამისი ღონისძიებები რომ არ გაეტარებინა, მავნებელი ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას გაანადგურებდა.

გიორგი ხანიშვილის თქმით, აზიური ფაროსანას შეწამლვა დროული და ეფექტური იყო.

„მთავრობამ სწორი და დროული რეკომენდაციები გასცა. ჩვენ დავეხმარეთ ე.წ. დახმარების პროგრამაში, რადგანაც წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება არ იყო. ჩვენ ვებრძოდით თხილის პლანტაციებში არსებულ პრობლემას, თუმცა მოსახლეობას თავადაც უნდა გაეტარებინა ღონისძიებები იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჩვენ მიერ გაიცა. ჩვენ მივეხმარებით მათ, რომ სიმინდის ყანებში გაჩენილ მავნებელს ებრძოლონ“, - აღნისნა ხანიშვილმა.

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, დამატებით თხილის პლანტაციებისა და სოკოვანი დაავადებების შეწამლვაა დაგეგმილი.



„მომავალი წლისთვის სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიხედვით, ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები იგეგმება, მათ შორის ფერმერებსა და მოსახლოებას რეკომენდაციები გაეწევათ და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ“, - თქვა შონიამ.

შეხვედრას ამერიკელი ენტომოლოგი გრეგ კრავჩუკიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, სამეგრელოს თხილის პლანტაციებში აზიური ფაროსანას გამო რთული სიტუაციაა.

„მთავრობის მიერ დაგეგმილი მონიტორინგის სისტემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე წამლობა იყო ძალიან ეფექტური, საჭირო და სასარგებლო, თუმცა არსებულ ვითარებაში საიჭროა ხელმეორედ შეწამლვა. მომავლისთვის აუცილებელია, რომ ფერმერმა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ პლანტაციას და მიხედოს მას“, - განმარტა ჟურნალისტებთან კრევჩუკმა.



რაც შეეხება სხვა დაავადებებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დაავადებები ფერმერების მხრიდან კომპლექსურ წამლობას საჭიროებს.

შეხვედრას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


ამავე თემაზე:

აზიურმა ფაროსანამ აშშ-ს 21 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ამერიკელი ენტიმოლოგი ეცნობა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.