რეგიონი
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისაგან შედგება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე.

კლინიკის ძირითად შენობაში გათვალისწინებულია აუდიტორიები და ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის. ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის, ავტოსადგომისა და შიდა სავალი გზების მოწყობა. აქ სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 25 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

Print