რეგიონი
ტრენინგი კოლხური ბზის გადასარჩენად (ვიდეო)
კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. მას გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. სწავლება ასოციაცია „აგორას“ პროექტის “ ნდობის აღდგენის ღონისძიებეის გატარება კოლხური ბზის გადარჩენის გზით“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის ექსპერტის ირაკლი დარსმელიას თქმით, შეხვედრის მიზანია კოლხური ბზის მცირე სანერგეების მოწყობის მეთოდიკისა და დაზიანებული მასივების მოწყობა-განაშენეინებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაა.



„მოგეხსენებათ, რომ დასავლეთ საქრთველოში კოლხური ბზის გავრცელების არეალი მკვეთრად შემცირდა, რაც ბზის ალურასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამ გამოიწვია. ტრენინგის მონაწილეებს ასევე გავაცანით, თუ რა კანონმდებლობა გვაქვს და რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც სატყეო ფონდის მიწებზე, ისე მუნიციპალურ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ირაკლი დარსმელიამ.


გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებს „AGORA” საკუთარ სანერგე მეურნეობაში გაშენებულ ბზის ნერგებს უსასყიდლოდ გადასცემს.ზემოაღნიშნული პროექტი ევროკავშირის დაფინანსაებითა და გარეოს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

დასავლეთ საქართველოში ბზის ალურა და სოკოვანი დაავადებები რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. სპეციალისტების ინფორმაციით, კოლხური ბზის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია. 

Print