ახალი ამბები
იმედგაცრუების მიუხედავად მეწარმეებსა და ადგილობრივებს GEM Fest-ის ჩატარება სურთ (ვიდეო)
GEM Fest 2017 -ის დასრულების შემდეგ ანაკლიის მოსახლეობა ფესტივალის მიმდინარეობისას მათი საოჯახო სასტუმროების სტუმართა სიმცირეზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი ფინანსური სარგებელი ნაკლები იყო. მათი თქმით, საოჯახო სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირის მთავარი მიზეზი ფესტივალის ხანგრძლივობა გახდა.

ანაკლიის მკვიდრი ნენო გაბისონია ამბობს, რომ მათი მოლოდინები, რომელიც GEM Fest-ის ორგანიზატორებმა შეუქმნეს, არ გამართლდა.



"დავდიოდით ტრენინგებზე. სიგუა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდოდა, მოგვცემდა გრანტებს და აგვეღო სესხები. მართლაც, მე პირადად სესხებით მოვაწესრიგე საყოფაცხოვრებო პირობები. ჩვენი მოლოდინები ოდნავადაც არ გამართლდა და ვალები დაგვრჩა", - უთხრა რადიო "ათინათს" გაბისონიამ.

საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი ამბობს, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი იყო, თუმცა ისინი მათთან არ ჩერდებოდნენ.

"ფესტივალი რომ ყოფილიყო, მაქსიმუმ, ათდღიანი, იქნებოდა ფანტასტიური. როცა ხუთდღიანი იყო, საოჯახო სასტუმრო სავსე იყო, ახლა კი დამსვენებლები არ ჩერდებოდნენ. შესაძლებელია, ხალხის რაოდენობა ყოფილიყო, თუმცა, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. არ ჩერდებოდნენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ნანა ხუბუამ.



მათგან განსხვავებით, ანაკლიის სანაპიროს ე.წ. პირველ ზოლში მცხოვრები მანანა ჩარგაზია ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში მის საოჯახო სასტუმროებში დამსვენებლები იყვნენ და ფესტივალის შედეგად მიღებული სარგებლით კმაყოფილია. მისივე თქმით, სტუმრების რაოდენობას არც მისი მეზობლები უჩიოდნენ.



ფინანსურად გაუმართლებლობის მთავარ მიზეზად ფესტივალის ხანგრძლივობა მიაჩნიათ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელებსაც. მათ, ჯერჯერობით, იჯარა სრულად გადახდილი არ აქვთ. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ GEM Fest-ის ადმინისტრაცია 100 000 სტუმრის ჩამოსვლას დაჰპირდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

"იტალიური რესტორანი მქონდა. გათვლილი იყო, რომ აქ დღეში 200 კაცი მაინც უნდა შემოსულიყო შემოდიოდა, 20, 25 კაცი", - აღნიშნა ედუარდ ხაჩატურიანმა.




თავის მხრივ, GEM Fest-ის პროექტის მენეჯერი ლაშა წურწუმია ამბობს, რომ ფესტივალს ვალები წინა წელსც დარჩა, თუმცა სრულად გაისტუმრა და წელსაც ასე მოხდება.

"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მეიჯარეებს ჩვენთვის გადაეხადათ. მაშინ ვალი არავის მიმართ არ დაგვრჩებოდა, თანამშრომლებსაც სრულად გადავუხდიდით ხელფასს ფესტივალის დამთავრებისთანავე, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ იხდიან. ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ წელს GEM Fest ერთთვიანი იყო", - უთხრა რადიო "ათინათს" წურწუმიამ.



ის ამბობს, რომ ფესტივალი ანაკლიაში მომავალ წელსაც ჩატარდება.

მეწარმეების ნაწილთან ერთად ფესტივალის ჩატარების მომხრეა ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი შემდეგ ფესტივალს იმედით ელოდებიან.



ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 2017 14 ივლისს დაიწყო. გასული წლებისგან განსხვავებით, ის ანაკლია-განმუხურში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 



ავტორი: სალომე ფაცაცია
სალომე ფარცვანია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.