რეგიონი
სოფელ ახუთში ყველაზე წელვადი ელარჯის რეკორდის დასამყარებლად ემზადებიან
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ეროვნული რეკორდის დასამყარებლად ემზადებიან. კუხალეიშვილების ისტორიულ ოდაში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯს მოამზადებენ. პროცესს ეროვნული რეკორდის კომისიის წევრები დააკვირდებიან.

ელარჯის რეკორდი, ჩხოროწყუში ყველის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მუნიციპალიტეტი ყველის ფესტივალს 22 აგვისტოს უმასპინძლებს.

ელარჯის რეკორდის გამოვლენის ცერემონიალზე დასწრების მსურველებს სოფელ ახუთში 16 საათიდან ელოდებიან.

ფესტივალის ორგანიზატორი ჩხოროწყუს გამგეობაა.
Print