ახალი ამბები
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველები სამეგრელოდანაც ჩაერთვნენ
ბორჯომის სოფელ დაბაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები სამეგრელო -ზემო სვანეთიდანაც გაემგზავრნენ. მათთან ერთად ადგილზე უკვე ჩავიდა სპეციალური ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მობილიზებული.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთ ლოკაციებზე ჯგუფები არ დარჩა. საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და არ დაყოვნდებიან“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სააგენტოში.

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. გვაზავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი მონაწილეობს.

Print