ახალი ამბები
ხურჩაში პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობით ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება, პირველი მუზეუმი კი სოფელ ხურჩაში იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხურჩაში გამართული შეხვედრისას განაცხადა. გიორგი აბაშიშვილმა სოფელში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული ბიბლიოთეკა მოინახულა.

"დღეს ვესტუმრეთ ხურჩაში სოფლის ბიბლიოთეკას, რომელიც დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და არამხოლოდ ხურჩის ბიბლიოთეკა, არამედ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 6 ბიბლიოთეკის აღჭურვა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც ასევე ჩაერთნენ პროექტში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.




Print