რეგიონი
ანაკლიაში მედიატური გაიმართება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მედიატურში მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

„მედიატურის ფარგლებში დაგეგმილია თხილის ბაღებისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოების დათვალიერება. წარმოდგენილი იქნება ანგარიში დარგში არსებული მდგომარეობის და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

1-ელ სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება თხილის მე-4 ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, დარგობრივი ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

მედიატური აშშ-ის საერთასორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭრით ხორციელდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


Print