რეგიონი
გუბერნატორი გარემოვაჭრეებს: გატყუებენ, აყრილები არ ხართ
სამეგრელ-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გარემოვაჭრეებს შეხვდა. მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ მერს ირაკლი გოგოხიას მათი რამდენიმე წარმომადგენელი შეხვედროდა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გასაუბრებოდა.

ლევან შონიამ მოვაჭრეებს უთხრა, რომ მათ ატყუებენ, ისინი აყრილები არ არიან, ეს დროებითია და დეკემბრამდე ხელს არავინ ახლებს. გუბერნატორის ამ სიტყვებს მასსა და "ენმ"-ს საკრებულოს წევრს ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. წითლიძემ შონიას ჰკითხა, თუ ვინ ატყუებს მოვაჭრეებს, რაზეც გუბერნატორმა მას პროვოკატორი უწოდა.

გუბერნატორს ამასთან დაკავშირებით, სხვა განმარტება არ გაუკეთებია და ტერიტორია წითლიძესთან დაპირისპირების გამო დატოვა.

რამდენიმე გარემოვაჭრე და ანა წითლიძე ამ დროისთვის მერთან შეხვედრაზე იმყოფებიან. მანამდე, მოვაჭრეებსა და სამართალდამცავებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. მერთან შეხვედრას ყველა მოვაჭრე ითხოვდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს.

ბაზრის მიმდებრე ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეების დახლები იყო განთავსებული წუხელ აღიეს, ადგილეზე კი ამ დროისთვის სამშენებლო ქვიშაა დაყრილი.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს

მერის მოადგილე: გარემოვაჭრეების საქონელი არ გადაგვიყრია

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ

გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)

გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს
Print