რეგიონი
"კულტურა საზღვრების გარეშე" ორსანტიასა და ანაკლიაში
31 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,კულტურა საზღვრების გარეშე" ფარგლებში ტარდება და მიზნად კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას ისახავს.

ორსანტიასა და ანაკლიაში, ასევე იგეგმება ქართველ მწერლებთან შეხვედრა. მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება. გარდა ამისა ანაკლიაში კონცერტი ქართველი შემსრულებლების - ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით გაიმართება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

ღონისძიებების განრიგი - 31.08.2017.
17:30 – 17:55 - ლექცია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ (ლ.ბერძენიშვილი)
18:00 – 18:25 ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ (ი.ამირხანაშვილი)
18:30 – 18:45 მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟისორი ვ. სულაქველიძე)
18:50 - ორსანტიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე)
20:00 (ანაკლიის ციხე) - კონცერტი ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით.
ღონისძიებების განრიგი - 1.09.2017
13:00 - ანაკლიის ცენტრში ღია სამკითხველოს გახსნა:
პროექტის წარმდგენი - ივანე ამირხანაშვილი;
13:30 – 14:15 - კონცერტი ჯგუფის „„Under 7”-ის მონაწილეობით.

Print