ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები მუშაობას განაგრძობენ. მოვაჭრეების თქმით, მათ სახელდახელო დახლების აწყობა თავიდან მოუხდათ.

„რაღაცნარიად მოვახერხეთ. თავიდან ვიშოვეთ ქოლგები, ყუთები, სადაც ამ საქონელს დავდებთ. კარგი რაც მქონდა, ყველაფერი წაღებულია, დაკარგულია. რაღაც ნაწილია დარჩენილი. გუშინ გუბერნატორთან შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ზედამხედველობას არ წაუღია, მაგრამ ვის დავუჯეროთ, აღარ ვიცით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მანანა პაჭკორიამ.



მოვაჭრეების ნაწილს საქონლის ნაწილიც არ დახვდა ადგილზე.

„ყველაფერი ამ დილით თავიდან შევიძინე. არაფერი დამხვედრია, ყველაფერი წაღებულია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მათივე თქმით, დაკარგულია სხვადასხვა რაოდენობისა და ღირებულების სავაჭრო საქონელი, მათ შორის, ტანსაცმელი, ჭურჭელი და სათვალეები.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდენ. გარემოვაჭრეები აცხადებდენ, რომ ისინი გაფრთხილებულები არ იყვნენ, რაზედაც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია აპრილიდან იყო გავრცელებული.



გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე დღეს დილიდან ისევ შეიკრიბნენ. მათი თქმით, დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყრილი იყო. მოგვიანებით მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის მოთხოვნით მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ გუბერნატორი შეხვდა. აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გუბერნატორმა მათ რამდენიმე გარემოვაჭრესთან შეხვედრა შესთავაზა. საბოლოოდ რამდენიმე მათგანი ანი წითლიძესთან ერთად გუბერნატორს, ვიცე მერს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდნენ.



ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. მოვაჭრეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. 27 აგვისტოს ჩათვლით გარემოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე იმუშავებენ, რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანული კომპანია წყალმომარაგების სისტემის სამუშაობე სგანახორციელებს, რის შემდეგაც მოვაჭრეები მუშაობას ისევ განაახლებენ.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ (ვიდეო)

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

გარემოვაჭრეები: ჩვენი სავაჭრო საქონელიც წაღებულია (ვიდეო)
Print