რეგიონი
ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია იქნება
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანაკლიაში ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებიან. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო სლოგანი იქნება „გავერთიანდეთ ზუგდიდის გადასარჩენად“.



„ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ზუგდიდელისთვის ახლობელია, მის სახელს ბევრი პროექტი უკავშირდება. თქვენი მხარდაჭერით გამარჯვებას ვიზეიმებთ", -აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა კონჯარიას წარდგენისას.


"აგურს აგურზე დავდებთ და ავაშენებთ ლაზიკას, განმუხურს", - თქვა ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.


ლევან კონჯარია ბოლოს ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მან ხმების ხმების 29.83% მიიღო, რაც 3 984 ხმას ნიშნავს. ის 2000-2002 წლებში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2005-2006 წლებში კი სამეგრელო ზემო სვანეთის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამართველოს ხელმძღვანელობდა. 2010-დან 2014 წლამდე კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2014-დან დღემდე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა.

Print