რეგიონი
ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ანა წითლიძე წარადგინეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ანა წითლიძე იქნება. ის ანაკლიის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს. შეხვედრას პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები, მათ შორის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე ესწრებიან.



"ადამიანი, რომელიც თავისი წონა ენერგია და ქარიშხალია", -ასე დაახასიათა გრიგოლ ვაშაძემ წითლიძე წარდგენისას.


ანა წითლიძე ენმ-ს ზუგდოდის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ის 2014 წლიდან არის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.


Print