ახალი ამბები
ენმ-ის ზუგდიდელი კანდიდატების სრული სია თვითმმართველობის არჩევნებისთვის (ვიდეო)
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ანაკლიაში 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა. წარდგენას პარტიის ლიდერები ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე და თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დაესწრნენ.

ზუგდიდის ხუთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ენმ-დან იქნებიან:

პაატა ადამია (ქირურგი) - ცენტრალური უბანი;
თენგიზ გაბედავა (პირველი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი) - ფაიფური-საჯვარო;




გიორგი ქობალია (ენერგეტიკის მენეჯმენტის დოქტორანტი) - კომბინატი;
ნინო ფიფია (უცხო ენის სპეციალისტი) – ე.წ. პრესოვკა-მახარაძე;
ვახტანგ ეზუგბაია - (სპორტსმენი, ყოფილი კალათბურთელი) - რკინიგზის სადგური.

რაც შეეხება სოფლებს, ოპოზიციური პარტიიდან არჩევნებში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ:

ზვიად შედანია - კახათი
ენვერ აბსანძე (ექიმი) - დარჩელი
მანუჩარ სარუა (ეკონომისტი) - ახალკახათი
ნატაშა აფხაზავა (ტექნოლოგი და აგრონომი) - ზედა ეწერი
მერაბ თოდუა (აგრონომი) - კოკი
მამუკა ჭედია ( აგრონომი) - ორულუ
ბესიკ ავალიანი - გრიგოლიში
ზვიად ჯღარკავა - ჭითაწყარი
ემზარ ახალაია - განმუხური
ზურაბ ქურსუა (ეკონომისტი) - ერგეტა
ბესიკ ჭეჟია (ბუღალტერი) - ინგირი
გოდერძი თოდუა (ექიმი) - ნარაზენი



გენადი გოგოხია (2008 წლის ომის მონაწილე) - შამგონა
გია წითაშვილი (ეროვნული მოძრაიბის წევრი, ეკონომისტი) - ორსანტია
ჯონი ჟვანია - ოქტომბერი
ზვიად ფაცია (იურისტი, მოჭადრაკე) - რუხი
ლევან ზარანდია - ჯიხაშკარი
გოდერძი კუკავა - ცაიში
სოფო ქობალია - ოდიში
გელა თოლორაია - კორცხელი
ლევან მაქაცარია - ყულიშკარი
გია კუკავა - დიდინეძი
გურგენ ხორავა - ახალაბასთუმანი
დათო ვეკუა - რიყე


მაჟორიტარი დეპუტატები ანაკლიაში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ანა წითლიძემ წარადგინა.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ენმ-დან ის ლევან კონჯარია იქნება.




შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა და კანდიდანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

მერობის კანდიდატის ლევან კონჯარიას თქმით, მისი მთავარი დაპირება გაჩერებული პროექტების ამუშავებაა.

„გაჩერებული ანაკლია, ზუგდიდი უნდა ავამუშაოთ და რასაც ვაკეთებდით, ის გავაკეთოთ. არაფერი კეთდება ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში“, - თქვა კონჯარიამ.

ანი წითლიძის განმარტებით, ენმ-ის მთავარი მიზანი გამარჯვებაა.

"ზუგდიდს სჭირდება ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება, მერია და საკრებულო, რომელიც ზუგდიდელებზე იზრუნებს. ზუგდიდს სჭირდება, რომ დაიბრუნოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, გაიზარდოს ქალაქის ბიუჯეტი, ქალაქი გაფართოვდეს საზღვრებში და ზუგდიდელებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები“, - აღნიშნა წითლიძემ.




ნიკა მელიას შეფასებით, წარმოდგენილი გუნდი ძლიერია და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დაანახებს ზუგდიდელებს, რომ ცვლილება აუცილებელია, მათ ისედაც იციან. რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გადატეხა სამეგრელოში ვითარება, ვერ გატეხა ზუგდიდელები და ზუგდიდს რაიონში მცხოვრები ადამიანები. ივანიშვილი საკადრის პასუხს მიიღებს 21 ოქტომბერს“, - აღნიშნა მელიამ.

თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, ყველა წარმოდგენილი კადრი საკუთარი საქმის პროფესიონალია.

„ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი შერჩევისას იყო ის, რომ ისინი მაღალი კომპეტენციის ადამიანები არიან და რაც მთავარია, თავის რაიონებში ხალხს უყვარს თითოეული მათგანი“, - თქვა უდუმაშვილმა.



ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო სლოგანი იქნება „გავერთიანდეთ ზუგდიდის გადასარჩენად“.



დღევანდელ შეხვედრას ანაკლიაში პარტიის ლიდერებთან და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად მხარდამჭერებიც დაესწრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.


ამავე თემაზე:

ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლევან კონჯარია იქნება

ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ანა წითლიძე წარადგინეს
Print