რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთი სირიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვემის განცახდებით, ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - ეს პერსპექტივაშია. მან აღნიშნულთან დაკავშირებით სირიაში დე ფატო აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ვიზიტი სირიაში ნაყოფიერი იყო და უკვე უახლოეს მომავალში, ამ შეხვედრებიდან სერიოზულ შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კოვემ.

მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილებოდა ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების, მათ შორის სრულფასოვანი ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხები.



Print