ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
ზუგდიდის საავადმყოფოდან გადმოვარდნილ ბავშვს,  სავარაუდოდ, თბილისში ან ქუთაისში გადაიყვანენ. გადაწყვეტილებას კატასტროფის ბრიგადა მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა. 

„ბავშვს ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები ასევე,  თავის ტვინის ტრავმა აქვს. ჩვენი მხრივ, იაშვილის კლინიკა თბილისში და ასევე ქუთაისის კლინიკა პაციენტის მისაღებად მზად არის",  - აღნიშნა ნიორაძემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print