რეგიონი
ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (ვიდეო}
ზუგდიდის  რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმ მაკა მალანიას ინფორმაციით, მას აღენიშნება სხვადასხვა  სახის დაზიანება: მათ შორის, ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები. 

"ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზური მხარდაჭერის ქვეშ", - აღნიშნა კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერმა.

მედიკოსების თქმით, მცირეწლოვან ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ბავშვთა რეანიმაცია და იგი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავს ქუთაისში.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




Print