ახალი ამბები
ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგია იქნება
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მერობისთვის მმართველი გუნდიდან ლაშა გოგია იბრძოლებს. ინფორმაცია ამის შესახებ მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა. აღნიშნულს ადასტურებენ პარტიაშიც.

სოციალურ ქსელებში ლაშა გოგიას კანდიდატობას უკვე ულოცავენ.



არსებული ინფორმაციით, ოფიციალურად ზუგდიდის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ სექტემბრის შუა რიცხვებში წარადგენს.

ლაშა გოგია ზუგდიდის გამგებლად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე . 2013-2014 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2005 წელს ლაშა გოგია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.

Print