ახალი ამბები
ცხოველთა რეგისტრაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოში
სამეგრელოში ვეტერინარები, სასაკლაოს მფლობელები და ფერმერები ცხოველთა რეგისტრაციის სისტემისა და ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, სასაკლაოები მომავალი წლის პირველი იანვრიდან, არა იდენტიფიცირებულ საქონელს ვეღარ მოემსახურებიან.

სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ცხოველთა ჯანმრთელობის სპეციალისტის ალექსანდრე ქაშიაშვილის განმარტებით, რეგულაცია ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, დაგეგმილია იდენტიფიკაციის ახალი სისტემის შექმნაც, რომლის შედეგადაც მონაცემთა ელექტრონული ბაზა დაიხვეწება.

სამეგრელომდე საინფორმაციო შეხვედრები კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭაში გაიმართა. ინფორმაცია ჯამში, 350-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა. სექტემბრის თვეში შეხვედრები აჭარაში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში ჩატარდება.



Print