ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე თხილის ზარალზე: ეს უმეტესად მოუვლელობისა და წვიმების შედეგია
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა 10-15 %-ია, დანარჩენ შემთხვევაში კი ზარალი მოუვლელობამ და კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

„სახელმწიფო ახორციელებს ღონისძიებებს და ფინანსურ რესურსს მიმართავს არა იმისათვის, რომ თუ რომელიმე ფერმერმა ვერ მიიღო მაქსიმალური შედეგი, მას დაუკომპენსიროს, არამედ მაქსიმალურად ებრძოლოს პრობლემას,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ყველა საჭირო ზომას იღებს.


ამავე თემაზე:

მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდეო)

მინისტრი: თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია

Print